logo
ENG



ბოლნისის მაჟორიტარი ინციდენტზე: თავდასხმა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია

02 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბოლნისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გააკეთა განცხადება. ის ამბობს, რომ გადაჭარბებულია შეფასება იმასთან დაკავშირებით, თითქოს თავდასხმა მოხდა. 

„ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ნასვამ ახალგაზრდებს შორის. ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, დაშავებულები არ გვყავს. მანქანებს გარკვეული ზიანი აქვთ, თუმცა რამდენად მძიმეა და რა ღირებულების ზიანი მიადგა თითოეულ მათგანს, ჯერჯერობით არ ვიცი, მიმდინარეობს მოკვლევა. თავდასხმა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. მოხდა გარკვეული ინციდენტი მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

„ფორმულა“ ესაუბრა სოფლის გამგებელსაც. არსებული ინფორმაციით, მან მიიღო დაზიანება, თუმცა ის არ ადასტურებს ინფორმაციას. მეტიც, მუშევნის გამგებელი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია თუ რა მოხდა მის სოფელში გუშინ. მსგავსი პოზიცია აქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესაც.

ახლა არაფერი არ ვიცი, ჯერ იქ არ ვარ. წუხელაც ვერ მივედი დროზე. რა მოხდა, არაფერი არ ვიცი. ველოდები თანასოფლელებს, მოვლენ და ალბათ მეტყვიან“, - განაცხადა რობიზონ სელიმაშილმა.

ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 


close დახურვა