logo
ENG



ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

19 მაი 202008:18
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან  კარანტინის რეჟიმი უქმდება ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთში.

სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 23 მარტს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინე რეჟიმში მოექცნენ. მიზეზი იყო შიდა გავრცელება, რომლის წყაროც არ იყო დადგენილი.

ბოლნისში სიტუაცია არც ახლა დასტაბილურებულა - რამდენიმე დღის წინ სოფლებში, გეთასა და მუშევანში 15 ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ზოგადად, მუნიციპალიტეტი საქართველოში ამჟამად ყველაზე დიდი რისკ ზონაა. 


close დახურვა