logo
ENG



მარნეულსა და ბოლნისში სიტუაციას სამხედროები აკონტროლებენ

23 მარ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ტერიტორიაზე აკრძალულია  შესვლა და გამოსვლა.

ასევე დახურულია ყველა ობიექტი,  მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა. ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამხედრო სამსახურის ჯგუფები აკონტროლებენ. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამაგიეროდ, არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი სამი პირია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, კიდევ 5 ინფიცირებულზე ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღებს და მათი ნაწილი კლინიკას მალე დატოვებს.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა