logo
ENG



ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

19 მაი 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულის წყარო სოფელ მუშევანის კლასტერიდანაა. პაციენტი უკვე გადმოიყვანეს თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკში. სადაც კორონავირუსით ინფიცრირებული 44 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასევე კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 10 არასრულწლოვანი, სამმა გამოჯანმრთელებულმა სამედიცინო დაწესებულება  უკვე დატოვა. 

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე ცხელების ზონაში მკურნალობას განაგრძობს 56 პაციენტი აქედან დადასტურებული კოვიდ ინფექიით არის, 44 პაციენტი. 18 წლამდე ასაკის გვყავს 10 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე საყურადღებო და ძიმე რჩება 5 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 2 ამ წუთას აგრძელებს მკურნალობას ინტენსიუტი თერაპიის განყოფილებაში. დღეს გაეწერა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე ველოდებით 4 პაციენტის პასუხს და დილისთვის კვლევაში ჩაერთვება 4 პაციენტი ამ ეტაპისთვის“,-განაცხადა თამარ სოკოლოვამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კოვიდ 19-ით 30 პაციენტია მოთავსებული, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას მალე დატოვერბენ. 

„ამჟამად ჩვენ კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 30 პაციენტი. ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და ისინი გაეწერებიან. ორი გვყავს მძიმე, ერთი კრიტიკული, ერთი მძიმე პნევმონია და დანარჩენების მდომარეობა საშუალო და მსუბუქი “,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.


close დახურვა