ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიად-ალიევი უდანაშაულოდ ცნო.
იგი ცოტა ხსნი წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ზიად-ალიევს ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. მოქალაქე მას შემდეგ, დააკავეს, რაც სამართალდამცველებს მისთვის ფოტოს გადაღებაზე უარი უთხრა და განუცხადა, რომ ეს კანონდარღვევა იყო.
თავად ზიად-ალიევი ამბობს, რომ მისი დაკავებით ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა აქტიური მოქალაქეების დაშინება სურს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ისინი აპირებენ მომხდარის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართონ.