logo
ENG



ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

21 აპრ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი ინფიცირებული ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურში - დაავადებული ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. კოვიდინფიცირებული ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს დილით გახდა ცნობილი.

ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული 55 შემთხვევაა დადგენილი. გარდაცვლილია ერთი, ხოლო  გამოჯანმრთელებულია ორი მოქალაქე. 

ბოლნისში თვითიზოლაციაში 392 პირი იმყოფება, 86 კი საკარანტინო რეჟიმშია. 


close დახურვა