ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე ინფიცირებული სოფელ მუშევანიდან არის, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების რამდენიმე ფაქტი დადასტურდა.
პაციენტებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტებიდან არიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, გეტა და მუშევანი 15 მაისიდან ჩაიკეტა.
მანამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 695 ფაქტი დასტურდებოდა, აქედან 425 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.