ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საეჭვო სიმპტომებით მუნიციპალიტეტში 247 პირი შემოწმდა, მათგან კი 3-ის ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.
დადასტურებული შემთხვევიდან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კონტაქტებიდანაა, ორი კი სოფელ სავანათში დადასტურებული კლასტერიდან.
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 58 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ერთი გარდაცვლილია, 2 კი გამოჯანმრთელებული.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში არსებული მწვავე ეპიდსიტუაციის გამო 22 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის რაიონები მკაცრ კარანტინშია მოქცეული.
