logo
ENG



ბოლნისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

02 თებ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1963 წელს დაბადებული მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მან თანასოფლელს ეჭვიანობის ნიადაგზე, გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა