ბოლნისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ „ფორმულას“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა. მოძიებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტები და ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება 5 დაინფიცირებულ თანამშრომელს, ისინი მოთავსებული არიან ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადეს სამინისტროში.