logo
ENG



ბოლო 1 დღეში მოსკოვში კიდევ 3 დრონი ჩამოვარდა

23 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/23/ku4x6ky1959b2q7.png

ბოლო 1 დღეში მოსკოვში კიდევ 3 დრონი ჩამოვარდა - ერთ-ერთი მოსკოვის ცენტრში, ორი კი მოსკოვის მახლობლად.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, "კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტის მოწყობის მორიგი მცდელობა" აღკვეთეს. მათი მტკიცებით, ცენტრში ჩამოვარდნილი დრონი ელექტრომოწყობილობებით, ხოლო დანარჩენი ორი - საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაანადგურეს.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. დრონებით თავდასხმის გამო რამდენჯერმე შეფერხდა აეროპორტების მუშაობა. 


close დახურვა