დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის რეგიონში 7 ადამიანი მოკლეს.
"11 აგვისტოს რუსებმა 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში, 2 კურახოვოში, 1 მარინკაში და 1 ავდიივკაში. დაშავებულია 14 ადამიანი," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.