ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკივში 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
სინეგუბოვის თქმით, 4 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, 2 მშვიდობიანი მოქალაქის მდგომარეობა კი მძიმეა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში ხარკივის გარდა, ბოგოდუხოვსკის, ჩუგუევსკის, ლოზოვსკისა და იზიუმის დასახლებებიც დაბომბეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.