logo
ENG



ბოლო 24 საათში COVID 19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 832 შემთხვევა

05 ივნ 202110:51
3 წუთის საკითხავი
clock 1333

Stopcov.ge-ზე ბოლო 24 საათში COVID 19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 832 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა. 

ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის 17 617 ანტიგენის და 13 792 PCR ტესტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 348 594 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 17 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 4 893 პირი ემსხვერპლა.

4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა - 66, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 28, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 231, პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 502.


close დახურვა