ბოლო 24 საათის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 2 804 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 26 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანას აგვისტოს მიწურულს, სექტემბრის დასაწყისში მეორე, უფრო ძლიერი ტალღა გადაუვლის. სფეროს სპეციალისტებმა საკუთარი პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ გახდა ცნობილი.
კოვიდ-19-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო კი მისურის შტატი პირველია, რომელიც სამოქალაქო სასამართლოში ჩინეთს უჩივის და თაღლითობაში ადანაშაულებს.
ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით 45 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი თითქმის 820 ათასს აღწევს.