ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ისგან გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში 1300-მდე ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში შეერთებულ შტატებში 11 ათასს მიაღწია. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 367 ათასს აჭარბებს. პანდემიის ცხელი კერა კვლავ ნიუ-იორკშია, სადაც ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება. მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ორშაბათის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,758 შეადგინა, რითაც ერთ დღეში მხვერპლთა რაოდენობამ ექვსასით მოიმატა. ნიუ-იორკის გარდა განსაკუთრებით რთული ვითარებაა დეტროიტში, ნიუ-ორლეანსა და ჩიკაგოში.