ბოლო 24 საათში დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში რუსების დაბომბვის შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავში. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებს.
"დამპყრობლებმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების 25 დასახლება დაბომბეს, განადგურდა და დაზიანდა 42 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ერთი სასტუმრო და 6 საწარმო და ქარხანა. ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 20 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ერთი ბავშვი"- ნათქვამია განცხადებაში.