logo
ENG



ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა

21 მარ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 
1gg1cnuj9kjb0mi.jpg

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვმა 793-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 4 825 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ამ მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყანამ ანტირეკორდი მოხსნა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 53 578 შემთხვევაა დაფიქსირებული. 


close დახურვა