logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა

20 ნოე 202010:57
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, თბილისში - 19, იმერეთში კი 12 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 894 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 410 პირი. 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა;
  • აჭარაში - 676;
  • იმერეთში - 541;
  • ქვემო ქართლში - 183;
  • შიდა ქართლში - 165;
  • გურიაში - 52;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363;
  • კახეთში - 130;
  • მცხეთა-მთიანეთში - 96;
  • სამცხე-ჯავახეთში - 95;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24. 

close დახურვა