logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1271 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

23 აპრ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი ინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 ტესტირება. 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე 4.55%.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 11 ადამიანია ემსხვერპლა, ჯამში 3 992 პირი.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა