28 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 056 შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი. შესაბამისი ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე უკვე აისახა.
მათივე მონაცემებით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 პირი, ჯამში, კოვიდვირუსით გარდაიცვალა 4 727 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 921 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 26 713, PCR ტესტით - 12 208. აქედან გამომდინარე, დადებითობის მაჩვენებელია დღიურად 2,71%, ბოლო 14 დღის - 3,68%, ბოლო 7 დღის - 3,22%.
საქართველოში სულ აცრილია 130 037 პირი, დღიურად აცრილია 4 445 ადამიანი.