ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ჩატარდა 13 441 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.92%.
31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 144 შემთხვევა.
საქართველოში სულ აცრილია 1 290 114 ადამიანი, ორი დოზით – 1 149 956.