logo
ENG



ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 9709 შემთხვევა გამოვლინდა

17 მაი 202017:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით  მსოფლიოში მეორე ადგილზეა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 281 752-ს მიაღწია. აქედან თითქმის ნახევარი მოსკოვშია. თუმცა დაავადება ასევე ვრცელდება რეგიონებშიც. ახალი მონაცემების მიუხედავად, „როს-პოტრებ-ნადზორის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილური ხდება, რადგან დაინფიცირების ტენდენცია იკლებს.

ამ დროისთვის კოვიდ 19-ით რუსეთში 2631 ადამიანია გარდაცვლილი. 

 

 


close დახურვა