უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში ქართველთა დიასპორა Faebook-ზე ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ეს უკრაინაში დაღუპული მეორე ქართველი მებრძოლია. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 22 ქართველი ემსხვერპლა.