ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ. ეს ირანისთვის უპრეცედენტო მოვლენაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ირანის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით კამბოჯას უმასპინძლა.
მატჩს 3 500-ზე მეტი ირანელი ქალი ესწრებოდა, რომლებიც სპეციალურად მათთვის განკუთვნილ სექტორში იმყოფებოდნენ. სტადიონზე ჯამში 78 000 ადამიანი ეტევა.
ფოტო: BBC