logo
ENG



ბოლო გაფრთხილება ივანიშვილს - ოცნების ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ

14 ნოე 201910:28
3 წუთის საკითხავი
 
c7f4q5iq8ih4qbm.png

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და საყვირები აქვთ მიტანილი. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ეს არის ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებისადმი. მათ იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს არ ჩააგდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან. 

 

"ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს. იმედია ექნებათ გონიერება და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ არ ჩააგდებენ. ის, რაც ხდება, ეს არის დადგმული სპექტაკლი. ამ დეპუტატებს აქამდე ხმა არ ამოუღიათ. არ არსებობს დეპუტატი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ამ კანონპროექტს არ ჩააგდებენ", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა "ფორმულასთან" ეთერში. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

 

 


close დახურვა