მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიას 292 893 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი ოთხი მილიონ 300-ს ათასს აჭარბებს. მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.
ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობით საფრანგეთმა ესპანეთს გაუსწრო და ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 27 ათასს მიუახლოვდა. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად ქვეყანაში შემცირებულია ახალი დაინფიცირების შემთხვევები.
იტალიაში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ი ათას 402 ადამიანს დაუდასტურდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 30 ათას 911-მდე გაიზარდა.
82 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს, შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1630 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი მილიონ 400-ს ათასს აჭარბებს. შტატების ნახევარზე მეტმა ეკონომიკური საქმიანობა ნაწილობრივ განაახლა. ქვეყნის მოწინავე ინფექციონისტი კი ადგილობრივ მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ენტონი ფაუჩიმ სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე ეკონომიკის გახსნის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით შეზღუდვები დროზე ადრე მოხსნამ შესაძლოა ვირუსის პატარა კერებიც კი, ეპიდემიად აქციოს.