ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე თეა წულუკიანის მთავრობის გუნდში სავარაუდოდ დაბრუნებაზე ამბობს, რომ იგი "ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი". პარლამენტში, ფორმულასთნ საუბარში ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გუნდში მსჯელობა.
"ქალბატონი თეა [წულუკიანი] ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი. ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, მე ვცემ უდიდეს პატივს.
მე ვერ გავიგე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის რა იქნება? რა თქმა უნდა, თვითონ ქალბატონი თეა თავისი მოცემულობით, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და სადაც ის იმოღვაწევებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული. მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში და ამას მალე გაიგებთ", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.
ფორმულამ 18 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. ის ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.