ფორმულას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მეათე მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა. ახალ მინისტრთა სიაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება - თეა წულუკიანს, რომელიც ამჯერად პარლამენტში განათლებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს, მისივე ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანძე ჩაანაცვლებს. ლორთქიფანიძე მინისტრის მოადგილის პოსტს 2013 წლიდან უცვლელად იკავებს.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს, უმრავლესობის წევრმა გია ვოლკსიმ დღეს განაცხადა, რომ სამინისტროს სავარაუდოდ კულტურის მიმართულება გამოეყოფა. სწორედ კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ფორმულას ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი.
დანარჩენ მინისტრთა პორტფელებს კი კვლავ ის ადამიანები ჩაიბარებენ, რომლებიც სამინისტროებს არჩევნებამდე ხელმძღვანელობდნენ.
მინისტრთა "ახალი" კაბინეტის სრული სია იხილეთ აქ.