ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ჯერ არ შეთანხმებულან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.
"ევროკომისიამ წამოაყენა წინადადებები. მაგრამ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 27 მინისტრს განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე. შესაძლოა, გადაწყვეტილება დღის ბოლოს იყოს მიღებული. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეთანხმებას საჭიროებს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
7 დეკემბერს, ევროკომისიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
შემოთავაზებული სანქციების სიაში შედის 200-მდე პირისა და კომპანიის დამატება, მათ შორის რუსი სამხედროების, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლების, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრების, მინისტრების, გუბერნატორების და პოლიტიკოსების.