logo
ENG



ბორელი: გოლანის მაღლობზე თავდასხმაზე საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება

28 ივლ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/odhvukemqg5vf36.jpeg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს.

"მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია!" - წერს ბორელი X-ზე.

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავად ჰეზბოლა ბრალდებებს უარყოფს. 


close დახურვა