logo
ENG



ბორელი: ევროკავშირი გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეში

30 სექ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/equnz6aiblpdvuz.jpg

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეში.

"რუსეთის მორიგი საზარელი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე: ამჯერად ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც სასიცოცხლო დახმარებას უწევს ზაპოროჟიეს არასამთავრობო კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. ევროკავშირი გმობს ამ შემზარავ თავდასხმას ყველაზე მკაცრად. ამაზე პასუხს აგებენ," - თქვა ბორელმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს გასასვლელში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან მელიტოპოლის მცხოვრებლები.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.


close დახურვა