logo
ENG



ბორელი: ევროკავშირი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკდილით დასჯა

08 იან 202300:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/08/l6ci4dx1i5mzq3u.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა.

ბორელის თქმით, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია.

"სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, ის არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღეს ირანში სიკვდილით დასაჯეს საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე, მუჰამედ მაჰდი და სეიედ მუჰამედ ჰოსეინი. ისინი ბრალდებულები იყვნენ დემონსტრაციების დროს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები სექტემბერში, მორალის პოლიციის მხრიდან 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაიწყო - თავდაპირველად, ძირითადად, ფემინისტური პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა. მოგვიანებით აქტივისტები მთელი ქვეყნის გარშემო ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის სულ მცირე 516 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის 70 ბავშვი და 19 262 დააკავეს. ასევე იტყობინება უსაფრთხოების 68 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ.


close დახურვა