logo
ENG



ბორელი: ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს

16 დეკ 202223:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/55vq8tboibnqyhb.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს.

"ეს სასტიკი, არაჰუმანური თავდასხმები მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ტანჯვის გაზრდას და უკრაინის მოსახლეობისთვის საავადმყოფოების, სასწრაფო დახმარების, ელექტროენერგიის, გათბობის, წყლისა და კრიტიკული სერვისების ჩამორთმევას", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ბორელის თქმით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვები არის ომის დანაშაულები და ბარბაროსობა.

"ევროკავშირი და მისი პარტნიორები აძლიერებენ ძალისხმევას უკრაინელი ხალხისთვის საჭირო გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდების აღსადგენად და შესანარჩუნებლად. უკრაინელი ხალხი ავლენს თვალწარმტაც ძალას, გამბედაობას და გამძლეობას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგობის გაწევაში. ევროკავშირი მას მტკიცედ უჭერს მხარს, რამდენადაც საჭიროა", - განაცხადა ბორელმა.

დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ნიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 60-მდე რაკეტა გაუშვეს.

საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. 8:10 საათზე განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში. 8:15 საათისთვის სირენების ხმა 16 რეგიონში ისმოდა, 8:33 საათისთვის კი საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.


close დახურვა