logo
ENG



ბორელი: ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას

20 ივნ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 
82fds0ce7ugth6a.jpg

ევროკავშირის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების საკითხს ეხმაურება.

როგორც ბორელი „ტვიტერზე“ წერს, ის იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში მხარს ყველა მხარე დაუჭერს.

„8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევაა. იმედი გვაქვს, ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციურ ცვლილებებს ყველა მხარე დაუჭერს მხარს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით“, - წერს ბორელი ტვიტერის გვერდზე.


 


close დახურვა