ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მზად არიან ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტაში დახმარება გაუწიონ.
"ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციებისა და ძალადობის წახალისების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნისთვის გამოყენება.
მზად ვართ, ყაზახეთს დაავეხმაროთ კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში", - აცხადებს ბორელი და მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ვალდებულეებები.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს. მათ შორის, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, კონკრეტულად - შეკრების, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი.
ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა.
აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა.
პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა.
გაითიშა ინტერნეტი.
ასევე, მან "საპროტესტო აქციების სიტუაციის შექმნაში" მთავრობა დაასახელა და გადააყენა.
პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა.
5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა.
დემონსტრაციების დროს ათობით მოქალაქე დააკავეს.
ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები.
ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა.