logo
ENG



ბორელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, თუმცა ისინი ომს თავისით არ შეწყვეტენ

27 დეკ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/pp9avkdof1j3qic.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, თუმცა ისინი ომს თავისით არ შეწყვეტენ.

"სანქციები არ არის პანაცეა, ისინი [რუსები] ომს თავისით არ შეწყვეტენ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ისინი მუშაობს და რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვა: რუსეთის ეკონიმიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის შვილები.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა