logo
ENG



ბორელი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად

24 იან 202313:33
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, ევროკავშირი კი მხარს ამაში მაქსიმალურად დაუჭერს.

"გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში და ჩვენ მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად. მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანშთან დაკავშირებით. დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობით და 45 მილიონი ევროს შესახებ უკრაინის ძალებისთვის, რომლებიც წვრთნას გადიან ჩვენი სამხედრო-სასწავლო მისიის ფარგლებში.

ახალი, რაც ამ დისკუსიებიდან გამოჩნდა, არის ის, რომ გერმანია არ აპირებს აკრძალოს ამ იარაღის ექსპორტი, თუკი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას სურს ამის გაკეთება", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფას განიხილავდნენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა. თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს.


close დახურვა