ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას.
"ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ სჭირდებათ ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი იარაღი. უკრაინა სიცოცხლის ფასად იბრძვის. ეს ომი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ჩვენზე და მთელ მსოფლიოზე გლობალური ეფექტი აქვს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
უკრაინული მედიის ცნობით, საბრძოლო მასალის ნაკლებობა მათი გამოყენების მაღალი ინტენსივობის გამო, უკრაინის დახმარების კონტექსტში, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისთვის სტრატეგიული პრობლემა არ არის.