logo
ENG



ბორელი: ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით

20 მარ 202315:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/20/i7iljycvpambmat.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდოს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა უკრაინაში არსებულ ვითარებას, რომლის დროსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ისაუბრებს და განიხილება ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა.

"შუადღისას, ჩვენ გავმართავთ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ისინი დაასრულებენ შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. არის წინადადება, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას, ჯამში 2 მილიარდ ევროს. იმედი მაქვს, მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება", - თქვა ევეოკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სახის საბრძოლო მასალა სჭირდება უკრაინას.

"ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ. სწრაფად, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაქტიკული: სწრაფად, იაფად და საჭირო რაოდენობით", - განაცხადა ბორელმა.


close დახურვა