საგარეო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც საქართველო-უკრაინა-მოლდოვასთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. ასევე ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რათა ეს რეალობად აქციოს", - წერს ბორელი Twitter-ზე.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.