საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა გაგრძელდეს, ამიტომ, ის ითხოვს აგრესორის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს.
"ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის უზრუნველყოფა საომარი საშუალებებით, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა განვაგრძოთ", - თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით, რუსული ეკონომიკა "უკვე იწყებს შეჩერებას" და მასზე შემდგომი სანქციების ზეწოლა უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო მშვიდობიან მოლაპარაკებებზე პოზიციები გაამყაროს.
ამასთან, EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეთანხმდება სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ნავთობის ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-დან გარიცხვას მოიცავს.