logo
ENG



ბორელის თქმით, გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება

22 იან 202321:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/22/txytjw6iib4kedv.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება.

"Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიწოდება არ დამტკიცდა, ძირითადად, გერმანიის თავშეკავების გამო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს აღჭურვილობა ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.  

ბორელი მხარს უჭერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება.

უკრაინის ცნობით, გერმანიამ პოლონეთს უფლება მისცა გაეგზავნა თავისი წარმოების ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, სანამ ამას სხვა ქვეყნები გააკეთებენ.


close დახურვა