logo
ENG



ბორელის თქმით, ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის

14 ნოე 202300:25
3 წუთის საკითხავი
 
ბორელის თქმით, ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის

ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებებზე ევროკავშირის წინადადებას წარადგენს.

ეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ ევროპელი ლიდერებისგან ევროსაბჭოს ბოლო შეხვედრაზე მივიღე დავალება, გამეძლიერებინა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან. წინადადების განსახილველად, ჩვენ უკრაინაში გავგზავნით მისიას თვის დასაწყისში"- თქვა ბორელმა.


close დახურვა