ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება.
ბორელის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სანქციების ეფექტურობას ის ფაქტი აძლიერებს, რომ 40-ზე მეტმა ქვეყანამ მსგავსი ზომები მიიღო.
"ჩვენ 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს 90%-ით შევამცირებთ და ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებებისგან, რომელიც დიდი ხანია ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის ფონზე აფერხებს," - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.