logo
ENG



ბორის ჯონსონი კარანტინის დამრღვევი მრჩევლის გათავისუფლებაზე უარს ამბობს

25 მაი 202010:25
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კარანტინის დამრღვევი მრჩევლის გათავისუფლებაზე უარს ამბობს. ჯონსონი აცხადებს, რომ დომინიკ ქამინგს კანონი არ დაურღვევია.

როგორც ბრიტანულ მედია წერს, ჯონსონის მრჩეველი კარანტის პერიოდში დედაქალაქიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარე ქალაქში გაემგზავრა. კოვიდ-19-ის სიმპტომების გამო, ამ პერიოდში ის თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო.

დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრებმა ბორის ჯონსონს მრჩევლის გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდა.


close დახურვა