დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მამა გახდა. ჯონსონსა და მის პარტნიორს, კერი სიმონდს პირველი ბიჭი შეეძინათ. გავრცელებული ცნობით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ბორის ჯონსონის საცოლემ ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ მუშაობას ორი დღის წინ დაუბრუნდა. ვირუსი მსუბუქი სიმპტომები მის პარტნიორსაც აღენიშნებოდა, თუმცა სიმონდსი მალევე გამოკეთდა.