კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სიცრუე უწოდა ბრიტანეთის ექს-პრემიერ ბორის ჯონსონის სიტყვებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებამდე, მას რაკეტებით დაემუქრა.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ჯონსონთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში შესვლა და რუსეთის საზღვრებთან რაკეტების განლაგება "ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვამდე რამდენიმე წუთში მიაღწევს."
ჯონსონმა BBC-ის ფილმში "პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ" თქვა, რომ პუტინს უკრაინაში ომის დაწყებამდე ესაუბრა. "რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა და მითხრა: ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება."- ციტირებს ჯონსონს პუტინის სიტყვები.