logo
ENG



ბორის ჯონსონი მუშაობას ოფიციალურად დაუბრუნდა

27 აპრ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

ბორის ჯონსონი მუშაობას ოფიციალურად დაუბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის პირველი განცხადება გააკეთა.

ჯონსონის თქმით, ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში წარმატებას აღწევს, თუმცა ის მკაცრი შეზღუდვების სწრაფად შემსუბუქებას არ აპირებს. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა. ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 152 ათასს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 20 ათას 700-ს აჭარბებს. 


close დახურვა