ბოროდიანკაში მცხოვრები ბაბუა ამბობს, რომ კადიროველებს ვირთხის საწამლავზე მომზადებულ ბრინჯს აჭმევდა.
"ჩემი ტვინით მოვიფიქრე, რომ მოწამლული ბრინჯი მომემზადა, ვირთხის საწამლავით და ჩეჩნებს გავმასპინძლებოდი. არ ვიცი რამდენ ხანში და როგორ მოქმედებს ეს საწამლავი, მაგრამ მოვამზადე. ადრე ვირთხებს ვწამლავდი და მქონდა მარაგი, რომელიც ახლა მოვიფიქრე და გამოვიყენე", - განაცხადა კაცმა ვიდეოში.
2 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტებს სხვადასხვა ხერხებით წამლავენ.
ასევე, 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა.